ბათუმის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გარდამოხსნის წესი აღასრულა

2824
10 აპრილი 20:02
17
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სამღვდელოებასთან ერთად ჩატარდა.

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, წითელ პარასკევს, გარდამოხსნის წესი აღასრულა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მსახურება სამღვდელოებასთან ერთად ჩატარდა და მას მრევლი დაესწრო. გარდამოხსნის რიტუალი ქრისტეს ჯვარცმისა და დაფლვის გახსენებას ეძღვნება და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მსახურებას წარმოადგენს ვნების შვიდეულში.

ღვთისმსახურების დასასრულს ტაძარში მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მთხვეოდნენ გარდამოხსნას.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ