ზესტაფონსა და ხარაგაულში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყალება გასცეს

2824
10 აპრილი 20:11
15
მარგვეთისა და უბისის ეპარქია. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპარქია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქველმოქმედო აქცია ეპისკოპოსი მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

2026 წლის 10 აპრილს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზესტაფონისა და ხარაგაულის საკათედრო ტაძრებში მოწყალება გასცეს.

საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ზესტაფონში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ასევე ხარაგაულში — მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში.

მოწყალება გადაეცათ სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ოჯახებს. აქციის მიზანი იყო აღდგომის სიხარულის გაზიარება და საზოგადოების მხარდაჭერა მათთვის, ვინც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წითელ პარასკევს საქართველოს ტაძრებში მაცხოვრის დატირების მსახურება შესრულდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ