არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში

2824
10 აპრილი 17:04
42
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ფოტო: მჟკ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ფოტო: მჟკ

არქიმანდრიტმა იოვანემ წითელი პარასკევის სიმძიმეზე ისაუბრა.

10 აპრილს , წითელ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, როდესაც ჩვენი ცოდვების გამო ძე ღვთისა ჯვარს ეცვა. 

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის მსახურებას უხელმძღვანელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. რომელსაც თანამსახურებდნენ სასულიერო პირები, მათ შორის არქიმადრიტი იოვანე მჭედლიშვილი. რომელმაც მსახურების დასრულების შემდეგ ისაუბრა წითელი პარასკევის სიმძიმეზე კაცობრიობის ისტორიაში.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წითელ პარასკევს მიიჩნევს წელიწადის ყველაზე მძიმე დღედ, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმისა და ადამიანთა ცოდვებისგან გამოხსნის ტრაგიკულ, თუმცა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან თავად უფალი ეწამა, რაც ხაზს უსვამს დღის განსაკუთრებულ სიმძიმესა და სულიერ მნიშვნელობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წითელ პარასკევს საქართველოს ტაძრებში მაცხოვრის დატირების მსახურება შესრულდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ