წითელ პარასკევს საქართველოს ტაძრებში მაცხოვრის დატირების მსახურება შესრულდება
10 აპრილს, 14:00 საათზე, ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირების მსახურება ერთდროულად გაიმართება ქვეყნის მასშტაბით.
10 აპრილს, ვნების შვიდეულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს — წითელ პარასკევს, საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის დატირების მსახურება აღესრულება.
მსახურება ქვეყნის მასშტაბით ყველა ტაძარში ერთდროულად, 14:00 საათზე დაიწყება. დატირების მსახურება ქრისტიანულ ტრადიციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და ასასხავს მაცხოვრის ჯვარცმას და გარდამოხსნას.
წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის გლოვისა და სულიერი განცდის დღეა, როდესაც მორწმუნეები იხსენებენ იესო ქრისტეს ვნებასა და მსხვერპლს კაცობრიობის ხსნისათვის. მსახურებაზე დასწრება მორწმუნეებს შესაძლებლობას აძლევს, სულიერად თანაზიარი გახდნენ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენების.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ დიდ ხუთშაბათს ევქარისტიის საიდუმლოზე იქადაგა.