მარტვილში „წაჩხურობა“ 16 აპრილს აღინიშნება
ტრადიციული დღესასწაული სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში გაიმართება და განსაკუთრებულად უკავშირდება უშვილო წყვილების ლოცვასა და იმედს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ტრადიციული დღესასწაული „წაჩხურობა“ წელს 16 აპრილს აღინიშნება.
აღნიშნული დღესასწაული ყოველწლიურად აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათ დღეს იმართება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უშვილო წყვილებისთვის, რომლებიც ამ დღეს ტაძარში მიდიან, რათა წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შვილის შეძენაში შეწევნა სთხოვონ.
ტრადიციის თანახმად, მომლოცველებს თან მიაქვთ პატარა, ლამაზად მორთული აკვნები, ზოგ შემთხვევაში თოჯინებითაც, რაც მათი სურვილის სიმბოლოს წარმოადგენს. სურვილის შესრულების შემდეგ კი ისინი კვლავ ბრუნდებიან ტაძარში მადლიერების ნიშნად.
დღესასწაულის ფარგლებში ტაძარში აღევლინება სპეციალური ღვთისმსახურება უშვილო წყვილებისთვის, სადაც ისინი ლოცვებში იხსენიებიან და წმინდა ზიარებას იღებენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბზობის დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.