წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს სკოლაში ღონისძიება „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“ გაიმართა

6 აპრილი 14:08
135
სოფ. ნაგურუს,წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია ღინისძიებაზე. ფოტო: წალენჯიხის ახალგაზრდული სულიერების ცენტრი სოფ. ნაგურუს,წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია ღინისძიებაზე. ფოტო: წალენჯიხის ახალგაზრდული სულიერების ცენტრი

ღონისძიება ილია II-ის აღსაყდრებიდან 49-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს მიეძღვნა.

2026 წლის 3 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება —
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს წმინდანთა ცხოვრების ამსახველი დადგმები, რომლებიც შესრულებული იყო საეკლესიო ტრადიციების დაცვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლოვან სულიერ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მის ისტორიულ როლსა და ეროვნულ-სულიერ მისწრაფებებს.

ღონისძიება მიეძღვნა პატრიარქის აღსაყდრებიდან 49-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზა ლომაია, მუსიკის პედაგოგის თამუნა მიქავას მხარდაჭერით.

დამსწრეთა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოფელ ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლოცვა, რომელსაც ლაზარეს შაბათს ვკითხულობთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ