ზუგდიდში ბზობის დღესასწაულზე დიაკვნად დემეტრე ზარქუა აკურთხეს
მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელდასხმა ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.
ღვთისმსახურებისას მიტროპოლიტმა დიაკვნად აკურთხა კახათის დიდმოწამე გიორგის ტაძრის მედავითნე დემეტრე ზარქუა.
ახალხელდასხმული დიაკონი დემეტრე ზარქუა მსახურებას კახათის დიდმოწამე გიორგის ტაძარში გააგრძელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიოს ქადაგება ბზობის დღესასწაულზე.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09