შემდეგი სინოდის სხდომა 24 აპრილს გაიმართება

4 აპრილი 14:11
189
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ასაკისა და განათლების საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება, სადაც პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ განიხილება.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პატრიარქის არჩევის პროცესი მრავალსაფეხურიანი და საკმაოდ რთულია. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცედურული ნაწილის გამართულად ჩატარება, რადგან გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას და აუცილებელია, ყველა ეტაპი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დაზუსტებული, რათა არ დარჩეს არანაირი ორაზროვნება.

ჯაღმაიძის განმარტებით, განათლების საკითხზე განსაკუთრებული მსჯელობა არ გამართულა, თუმცა მინიმალურ მოთხოვნად კვლავ სასულიერო სემინარიის დასრულება რჩება.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიღებულა და არ გამოკვეთილა, როგორ უნდა ინტერპრეტირდეს დებულებაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კანდიდატის ასაკი 70 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აღნიშნულ თემებზე უფრო დეტალური მსჯელობა მომდევნო სინოდის სხდომაზე გაიმართება, როდესაც სამი კანდიდატი უკვე შერჩეული იქნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქის არჩევნებისთვის სინოდმა სამი კომისია ჩამოაყალიბა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ