ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი"
ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ლაზარე იყო „მეგობარი ღვთისა“. უყვარდა უფალს ლაზარე და მისი დები. და როცა უთხრეს, რომ ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ატირდა. ხომ იცოდა იესომ, რომ აღადგენდა ლაზარეს, მაშ, რატომღა ტიროდა იგი? ტიროდა იმიტომ, რომ მოახლოებული იყო ჟამი მისი ვნებისა; ტიროდა იმიტომ, რომ ზოგი ცხონდებოდა და ზოგი – ვერა. ტიროდა იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი იერუსალიმი გამოვიდოდა მის შესახევედრად და სულ 3-4 დღის შემდეგ კი იგივე ხალხი იყვირებდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“. ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება. უფალი ტიროდა და ტირის კაცობრიობის ცხონებისათვის.
როცა უფალმა 12 მოციქულს მოუწოდა, მათ მისცა ძალა სასწაულთმოქმედებისა და უთხრა: „მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განწმენდით, ეშმაკთა განასხამდით…“ და მათ შორის ამასვე ეუბნება იუდა ისკარიოტელს. ე.ი. იუდა ისკარიოტელიც იყო სასწაულთმოქმედი. მასაც ჰქონდა მიცემული ეს ძალა და მიუხედავად ამისა, იგი მაინც გახდა გამცემი უფლისა, იგი მაინც დაეცა. სახარებაში წერია, რომ იუდა ისკარიოტელი იყო მპარავი, ე.ი. მისი გული იყო ხარბი და სიმდიდრისკენ მიდრეკილი. რა მოწყალეა უფალი! ხომ იცოდა, რომ იუდა მპარავი იყო, მაგრამ სწორედ მას ჩააბარა ყულაბა. ამ ქმედებაში სჩანს სულგრძელება უფლისა!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 1 აპრილს წმინდა მოწამე პანქარეს ხსენებას აღნიშნავს.