პატრიარქის არჩევნებისთვის სინოდმა სამი კომისია ჩამოაყალიბა

3 აპრილი 19:53
297
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ფოტო: მჟკ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ფოტო: მჟკ

ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიებს მიტროპოლიტები თეოდორე, საბა და ანდრია უხელმძღვანელებენ.

საქართველოს საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით, პატრიარქის არჩევნების პროცესის ორგანიზებისთვის სამი კომისია ჩამოყალიბდა.

სინოდის გადაწყვეტილებით, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე დაინიშნა.

ასევე შეიქმნა სამანდატო კომისია, რომელსაც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სარედაქციო კომისიაც, რომლის თავმჯდომარე გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია იქნება.

აღნიშნული კომისიები უზრუნველყოფენ პატრიარქის არჩევნების პროცესის გამართულ და წესების შესაბამის ჩატარებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე მიქაელი: „რაც კარგი იქნება, მივიღებთ“ — სინოდის სხდომა პროცესუალურ საკითხებს დაეთმობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ