მთავრობა საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 43 მილიონ ლარზე მეტს გამოუყოფს
დაფინანსება 53 სასწავლებელზე გადანაწილდება – მათ შორისაა სასულიერო აკადემია, სემინარია და საპატრიარქოს სკოლები.
საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისთვის 43 035 000 ლარს გამოყოფს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მარტს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გადანაწილდება. დაფინანსების მიმღებთა შორის არიან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, ასევე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სკოლები, გიმნაზიები და უმაღლესი სასწავლებლები.
როგორც განკარგულებიდან ირკვევა, დაფინანსების მიზანია აღნიშნული დაწესებულებების საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
დამატებითი დეტალები თანხების განაწილების პრინციპებსა და კონკრეტულ მიმართულებებზე ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა.