მეუფე დანიელი: საკუთარ კანდიდატურას პატრიარქობისთვის არ დავაყენებ

2 აპრილი 08:23
261
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ასაკთან დაკავშირებულ საკითხს სინოდი გადაწყვეტს და არ გამორიცხავს, მისი კანდიდატურა სხვამ დააყენოს.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა პატრიარქობის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

მისივე თქმით, ასაკთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პატრიარქობისთვის, წმინდა სინოდის განსასაზღვრია და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ სინოდი მიიღებს.

მეუფე დანიელის განცხადებიდან იკვეთება, რომ იგი არ გამორიცხავს მისი კანდიდატურის წამოყენებას სხვა მღვდელმთავრის მხრიდან, რის გამოც შესაძლოა სინოდს მოუწიოს მსჯელობა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

„მე პირადად არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. რაც შეეხება ასაკის თემას, დავემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სინოდმა უნდა განსაზღვროს. მე ძალიან მშვიდად ვარ, ერთადერთი მხოლოდ ის მაღელვებს, რომ ადამიანური ფაქტორები არ შექმნის უხერხულობას,“ – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კარმირ ვანკი — დავიწყებული სიწმინდე ავლაბარში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ