საპატრიარქოში 3 აპრილს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
მიტროპოლიტ შიოს მოწვევით დაგეგმილ შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.
2026 წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა მოწვეულია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიერ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იმ საორგანიზაციო საკითხების განხილვაა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდება სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე განიხილება კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეკლესიის მართვის პროცესის გამართულობას უკავშირდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარს სახურავს შეუცვლიან — თბილისის განვითარების ფონდმა 1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.