რეიმსში ზეთის კურთხევის მსახურება და პანაშვიდი გაიმართება
მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 4 აპრილს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ სამრევლოში მორწმუნეები ლოცვით შეიკრიბებიან.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 4 აპრილს შაბათს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ სამრევლოში ზეთის კურთხევის (შვიდგზის ზეთისცხების) საეკლესიო მსახურება ჩატარდება.
ზეთის კურთხევის მსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებულ ლოცვით წესს წარმოადგენს, რომელიც მორწმუნეთა სულიერ და ხორციელ განმტკიცებას ემსახურება. მსახურების განმავლობაში იკითხება სახარება და სრულდება ლოცვები, რის შემდეგაც სასულიერო პირები მორწმუნეებს ნაკურთხ ზეთს სცხებს.
ამავე დღეს, აღესრულება პანაშვიდი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუ აფხაზეთის მიტროპოლიტისის ილია II_ის სულის საოხად.
მსახურება ადგილობრივ დროზე 13:00 საათზე დაიწყება, და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდი „რკინის ჯვარი“ ბიბლიის შემსწავლელი კონკურსის ტურში გამოვიდა.