ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდი „რკინის ჯვარი“ ბიბლიის შემსწავლელი კონკურსის ტურში გამოვიდა
კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.
2026 წლის 31 მარტს გაიმართა კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ რეგიონული ტური, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა — „რკინის ჯვარი“. გუნდის ხელმძღვანელია დეკანოზი თომა (ლაცაბიძე).
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ:
- ხარაგაული — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდი „რკინის ჯვარი“;
- საჩხერე — გორისის საჯარო სკოლის გუნდი „გულანი“;
- საჩხერე — საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის გუნდი „ჯვარი ვაზისა“;
ლენტეხი — ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი „ჯვარი მძლევარი“; - თერჯოლა — ახალთერჯოლის საჯარო სკოლის გუნდი „ლაზარე“.
ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. კონკურსის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგა სკოლა-გიმნაზიის მგალობელთა გუნდი (პედაგოგი და ლოტბარი — თორნიკე ბაკურაძე), რომელმაც სხვადასხვა საგალობლები და სიმღერები შეასრულა.
კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიბლიის ცოდნის გაღრმავებას, სულიერი ღირებულებების განმტკიცებასა და გუნდური მუშაობის წახალისებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-6 ნომერი.