ახალციხეში დიაკონი მათე აღოშაშვილი მღვდლად აკურთხეს

31 მარტი 11:40
171
თეოდორე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

ხელდასხმის საიდუმლო მიტროპოლიტმა თეოდორემ წმინდა შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში აღასრულა.

2026 წლის 29 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ მათე აღოშაშვილს.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას აღსრულებული ხელდასხმის საიდუმლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც ტაძრის მრევლისთვის, ასევე სრულიად ეპარქიისთვის.

ახალდასხმული მღვდელი მათე აღოშაშვილი დროებით მსახურებას იმავე საკათედრო ტაძარში განაგრძობს, სადაც მან მღვდლობის მადლი მიიღო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში მედავითნე ბაკურ კალანდია დიაკვნად აკურთხეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ