ზუგდიდში მედავითნე ბაკურ კალანდია დიაკვნად აკურთხეს

30 მარტი 10:26
171
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე და დიაკვანი ბაკურ კალანდია . ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე და დიაკვანი ბაკურ კალანდია . ფოტო: ეპარქიის გვერდი

ხელდასხმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღასრულა.

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საკვირაო საღმრთო ჟამისწირვისას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძრის მედავითნე ბაკურ კალანდია დიაკვნად აკურთხა, მას სახელად ბარნაბა ეწოდა.

დიაკონი ბარნაბა მსახურებას ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარში განაგრძობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ დიაკონ ბარნაბას ხელდასხმას. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო დაარსდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ