განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის პროფესიულ კოლეჯ „ქართლს“ ეწვია
მინისტრმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ქართლს“ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა კოლეჯის თანამშრომლებს და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.
გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის პროცესში აღნიშნული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას.
მინისტრთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი.
პროფესიული კოლეჯი „ქართლი“ 400 სტუდენტზეა გათვლილი და მსურველებს სთავაზობს შიდა ქართლის რეგიონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ პროგრამებს.
სასწავლებელში ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნოები, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, სამედიცინო ოთახი, ასევე სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრისთვის მოზაიკა შეიქმნა.