ხაშურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება აღესრულება
ღვთისმსახურება 2 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.
ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში 2 აპრილს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე შვიდგზის ზეთისცხების (ზეთის კურთხევის) საიდუმლო აღესრულება.
ზეთისცხება მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლოა, რომელიც სულიერი და ფიზიკური განკურნებისთვის სრულდება და განსაკუთრებული მადლითა და ლოცვითი მნიშვნელობით გამოირჩევა.
სასულიერო პირები მორწმუნეებს მოუწოდებენ, შესაძლებლობის ფარგლებში დაესწრონ მსახურებას და მონაწილეობა მიიღონ ზეთისცხებაში.
როგორც ტაძარში განმარტავენ, ზეთისცხებაში მონაწილეობა შეუძლიათ მათაც, ვინც ეკლესიური ცხოვრებით სრულად არ ცხოვრობს — ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას ადამიანებისთვის ვისაც სურს მსახურებაში მონაწილეობის მიღება.
ტაძარში სასულიერო პირები ყველა მსურველს ეპატიჟება აღნიშნულ ღვთისმსახურებაზე და უსურვებს ჯანმრთელობასა და სულიერ განმტკიცებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრისთვის მოზაიკა შეიქმნა.