ზუგდიდში მედავითნე ბაკურ კალანდია დიაკვნად აკურთხეს
ხელდასხმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საკვირაო საღმრთო ჟამისწირვისას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძრის მედავითნე ბაკურ კალანდია დიაკვნად აკურთხა, მას სახელად ბარნაბა ეწოდა.
დიაკონი ბარნაბა მსახურებას ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარში განაგრძობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ დიაკონ ბარნაბას ხელდასხმას. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო დაარსდა.
0
0
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
ნარაზენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ