საფრანგეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო დაარსდა
სან-ბრიოში ქართველ ემიგრანტებისთვის შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო პირველად აღესრულა ქართულ ენაზე.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის ლოცვითა და ძალისხმევით, საფრანგეთში, სან-ბრიოში (Côtes-d’Armor), დაარსდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო.
2026 წლის 28 მარტს ახლად დაარსებულ სამრევლოში აღესრულა შვიდგზის ზეთისცხების (ზეთისკურთხევის) საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგიონში ეს საიდუმლო პირველად ჩატარდა ქართულ ენაზე.
ახალი სამრევლოს დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის — იგი აძლიერებს მათ კავშირს სამშობლოსთან, აერთიანებს ერთიან ლოცვაში და ანიჭებს სულიერ ნუგეშსა და ძალას.
სამრევლოს მისამართია:
29 Rue Charles Cartel, 22400 Lamballe, France.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 31 მარტს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.