საფრანგეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო დაარსდა

30 მარტი 08:31
243
დეკანოზი სპირიდონი. ფოტო: სამრევლოს გვერდი დეკანოზი სპირიდონი. ფოტო: სამრევლოს გვერდი

სან-ბრიოში ქართველ ემიგრანტებისთვის შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო პირველად აღესრულა ქართულ ენაზე.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის ლოცვითა და ძალისხმევით, საფრანგეთში, სან-ბრიოში (Côtes-d’Armor), დაარსდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლო.

2026 წლის 28 მარტს ახლად დაარსებულ სამრევლოში აღესრულა შვიდგზის ზეთისცხების (ზეთისკურთხევის) საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგიონში ეს საიდუმლო პირველად ჩატარდა ქართულ ენაზე.

ახალი სამრევლოს დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის — იგი აძლიერებს მათ კავშირს სამშობლოსთან, აერთიანებს ერთიან ლოცვაში და ანიჭებს სულიერ ნუგეშსა და ძალას.

სამრევლოს მისამართია:
29 Rue Charles Cartel, 22400 Lamballe, France.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 31 მარტს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ