მიტროპოლიტი შიოს ქადაგება ავტოკეფალიის აღდგენის დღეს
მიტროპოლიტმა შიომ ხალხს მიულოცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და ისაუბრა ილია II-ის ამ საქმეში გაწეულ შრომაზე.
„დღეს ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს მარღთლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა 9 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან,საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია.
მართალი კაცის გარდაცვალებას თავისი ნუგეში მოაქვს და ჩვენ ნამდვილი სასწაულის მომსწრენი გავხდით. მთელი საქართველო ფეხზე წამოდგა და ადგა, რათა პატივი მიეგო, მადლიერება გამოეხატა, ილია II-ის მიმართ სიყვარული გამოეხატა.“
„ამ სიყვარულმა, ამ ერთობამ უდიდესი სულიერი ძალა და ნუგეში მოგვცა, რათა ყველაზე რთული დღეები გადაგვეტანა. ეს გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ფასეულობები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქებმა გადმოგვცეს“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქმულ ქადაგებაში.
მიტროპოლიტმა შიომ ხალხს მიულოცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და ისაუბრა ილია II-ის ამ საქმეში გაწეულ შრომაზე.
„მართალია, 1917 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალიის აღდგენა, მაგრამ მაინც საჭირო იყო მისი აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აიღო საკუთარ თავზე ეს დიდი საქმე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო.