ინციდენტი სიონის ტაძარში
,,არ უნდა მაგას ჭიდაობა.''-შეძახილები სიონის ტაძარში.
25 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ილია მეორეს სულის მოსახსენებლად პარაკლისი გადაიხადა.
მსახურება 14:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეები ილია მეორეს ხსოვნას პატივს მიაგებენ.
მსახურების დროს მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გალობის ფონზე გაისმა ირაკლი ხომასურიძის შეძახილები: ,,შენდობას ვითხოვ მეუფეო! დროა რომ ხელისუფლებამ პასუხი აგოს ყველაფერზე. არ უნდა მაგას ჭიდაობა კაცო! პასუხი უნდა აგოს!''. შეძახილები გაისმა, როდესაც მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ ტაძარში.
ირაკლი ხომასურიძე მაშინვე გაიყვანეს ტაძრიდან. ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არავის გაუკეთებია. მოგვიანებით ხომასურიძემ შეკრებილთა წინაშე შენდობა ითხოვა. ინციდენტს ადგილზე მყოფი პირების მხრიდან დაპირისპირება არ მოჰყოლია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო.