არასრულწლოვანი დააკავეს სამების ტაძრის „დანაღმვის“ შესახებ ცრუ შეტყობინების გამო

23 მარტი 18:12
180
არასრულწლოვანი დააკავეს სამების ტაძრის „დანაღმვის“ შესახებ ცრუ შეტყობინების გამო

სუს-ის ინფორმაციით, ანონიმურმა ზარების ავტორმა ხმა შეცვალა და უცხოური ნომერი გამოიყენა — დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტის შესახებ ორი ანონიმური ზარი შევიდა.

ზარების ავტორი აცხადებდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო შეიარაღებული და ტაძრის ტერიტორია დანაღმული ჰქონდა. მისი თქმით, თუ 20 წუთში არ განხორციელდებოდა ევაკუაცია, მოხდებოდა აფეთქება.

სუს-ის ცნობით, ზარის ავტორმა კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, შეცვალა ხმა, ისარგებლა უცხო ქვეყნის ვირტუალური ნომრით და დაფარა IP მისამართი.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა იმავე საღამოს მოახერხეს დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანის იდენტიფიცირება. მასთან ჩატარებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია რამდენიმე მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

როგორც სუს-ში აცხადებენ, არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მას ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაულების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის გააჩნია ყველა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა და აფრთხილებს საზოგადოებას, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონში ილია II-ის საფლავზე 40 დღის განმავლობაში ყოველდღიური პანაშვიდი აღევლინება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ