რენში ქართველმა ემიგრანტებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ემოციური მსახურება დეკანოზმა სპირიდონმა აღავლინა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში, განსაკუთრებულად ემოციური და მძიმე მსახურება გაიმართა, რომელიც დეკანოზმა სპირიდონმა აღავლინა.
ტაძარში შეკრებილი იყო მრავალი ქართველი ემიგრანტი, რომლებიც საერთო ტკივილითა და მადლიერებით შეიკრიბნენ. წირვის დასრულების შემდეგ, ისინი ღრმა პატივისცემითა და ცრემლიანი გულით გამოემშვიდობნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
მსახურების განმავლობაში ტაძარში სუფევდა სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ლოცვის ხმა არღვევდა. თითოეული სიტყვა განსაკუთრებული სიმძიმით ისმოდა, ხოლო მორწმუნეთა ემოციები ცრემლში, სიყვარულსა და ტკივილში აისახებოდა.
მიუხედავად მძიმე განცდებისა, დამსწრეებში იგრძნობოდა სულიერი ნუგეშიც — რწმენა და იმედი იმისა, რომ ილია II ქართველი ერის ზეციური მფარველი და მლოცველი გახდა.
ემიგრანტებმა აღნიშნეს, რომ ამ მძიმე წუთებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სულიერი კავშირის სიმტკიცე, რომელიც ქართველებს, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ერთიან რწმენაში აერთიანებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თბილისშია.