სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე მისვლა 23 მარტიდან იქნება შესაძლებელი

23 მარტი 08:40
252
ილია მეორეს საფლავი სიონში. ფოტო: მჟკ ილია მეორეს საფლავი სიონში. ფოტო: მჟკ

მოქალაქეებს პატრიარქის საფლავის მონახულება დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ.

მოქალაქეებს სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საფლავზე მისვლა 23 მარტს, დილის 08:00 საათიდან შეეძლებათ.

ილია II სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. მასთან გამოსამშვიდობებლად სრულიად საქართველოდან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სამგლოვიარო პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეხით მიმდინარეობდა.

დაკრძალვამდე, ოთხი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში 24-საათიანი სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა, სადაც მოქალაქეებს პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. ის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ლონგინოზი ლიტურგიას აღავლენს პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ