სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
მიტროპოლიტებმა შიომ და ანანიამ საზოგადოებას მიმართეს და პატრიარქის ღვაწლი გაიხსენეს.
თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც პატრიარქის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე სიონის ტაძრის მიმართ ისაუბრა:
,, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო,ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო. აი დგება დრო როდესაც სიონის ტაძარს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი სულიერი წინამძღოლის კათოლიკოს პატრიარქის ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება სიონისადმი. აქ დაიწყო მისი ღვაწლი და გზა. აქ ჩაისახა მრავალი იდეა, რამაც სიკეთე მოუტანა ჩვენს ეკლესიას. იმ მადლს რომელიც მუდამ სდევდა ჩვენს უწმინდესობას. აი ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის ტაძრისადმი. მან ინება აქ დაკრძალვა.ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, ყველას გვსურს გამოვხატოთ მადლიერება. შენდობა უნდა ვთხოვოთ მას, რადგან ვერ გავაკეთეთ ყველაფერი ისე როგორც მას სურდა. ჩვენ წმინდა სინოდის წევრებმა გადავწყვიტეთ სიტყვა მივცეთ წმინდა სინოდის უხუცეს მღვდელთმთავარს სიტყვა ეძლევა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს ანანიას.”
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია:
,,დღეს მწუხარეა ჩვენი სული. ერი გლოვობს ჭეშმარირტი მამის ილია მეორის გარდაცვალებას, ამასთანავე მაცხოვარი გვამხნევებს. მოციქული პავლე ამბობს, გასაჭირი შეიქმნს მოთმინებას, მოთმინება კი სასოებას. უფალი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ გვეგონა რომ პატრიარქი მიაღწვდა გრიგოლ ხანცდელის ასაკს 105 წელს, მაგრმ მან ადრე დაგვტოვა. მან აღადგინა მრავალი ახალი ეპარქია, ათარგმნინა წმინდა ბიბლია, თითქმის ნახევარი საუკუნე ვიყავი მისი მოწაფე და შემდეგ ღვდელმთავარი. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ განაცხადა სვეტიცხოველში : ,,მე მსურს გამოვავლინო ქართული ერის შინაგანი ენერგია''. მართლაც მისი შრომით აღიორძინდა ქრისტიანობა. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ უწმინდესობავ! გაგიშლიათ არწივივით ფრთები და ამ ფრთებქვეშ იკრებთ მთელ საქართველოს, საძღვარგარეთ მყოფ ქართველებს. რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული საქმე განაახლეთ. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წინამძღვრობა შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე.
ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ რომ ამჟმად ვდგვართ სიონში, სადაც განისვენებენ უდიდესი მოღვაწეები. თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი ერის და ღმერთის წინაშე. მშვიდად განისვენეთ პატრიარქო.”
სიონის ტაძარში მიმდინარეობს პანაშვიდი და პატრიარქის საბოლოო გზაზე გაცილების ცერემონია, სადაც სასულიერო პირებთან ერთად მრავალი მოქალაქე და საზოგადო მოღვაწეა შეკრებილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ლონგინოზი ლიტურგიას აღავლენს პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე.