მეუფე შიოს მიმართვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს – მადლობა მხარდაჭერისა და ისტორიული ღვაწლისთვის
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს თბილი სიტყვებისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს მიმართა და მისი მხარდაჭერისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენო ყოვლად უწმინდესობავ შეუძლებელია რომ ჩვენ არ ავღნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის და პატივისცემის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიასადმი და მისი ღვაწლისადმი, აი თქვენ თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ, საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან ავტოკეფალიის აღიარების საქმეში და რათქმაუნდა ამ თქვენს დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასდროს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თბილისშია.