ქართველი ფეხბურთელები და ვილი სანიოლი სამებაში იმყოფებიან
დაკრძალვის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს — წირვას მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან უწმინდესის ხსოვნის პატივსაცემად.
ტაძარში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები — გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი, ასევე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. მათ პატივი მიაგეს ილია მეორის ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ საზოგადოებას.
ამ წუთებში სამებაში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. ტაძარში შეკრებილია ათასობით მოქალაქე, სასულიერო პირები და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად არიან მისულნი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამებაში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.