ქართველი ფეხბურთელები და ვილი სანიოლი სამებაში იმყოფებიან

22 მარტი 11:24
153
პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ

დაკრძალვის ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს — წირვას მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან უწმინდესის ხსოვნის პატივსაცემად.

ტაძარში იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები — გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი, ასევე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. მათ პატივი მიაგეს ილია მეორის ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ საზოგადოებას.

ამ წუთებში სამებაში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც მიტროპოლიტი შიო მუჯირი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს. ტაძარში შეკრებილია ათასობით მოქალაქე, სასულიერო პირები და საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად არიან მისულნი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამებაში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ