სამების ტაძარში მიმდინარე წირვას პანკისის მოსახლეობაც შეუერთდა — „ილია II ყველას უყვარდა“

2824
22 მარტი 10:29
42
ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ

მორწმუნეებთან ერთად ტაძარში შეკრებილები პანკისელები პატრიარქისადმი საერთო სიყვარულსა და ერთიანობაზე საუბრობენ.

ამ დროისთვის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, სადაც დასვენებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ტაძარში შეკრებილნი არიან ათასობით მორწმუნე, რომლებიც პატრიარქს უკანასკნელ პატივს მიაგებენ.

მართლმადიდებელ მორწმუნეებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც, რომლებიც პატრიარქისადმი პატივისცემას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ილია II მთელი საქართველოსთვის ერთიანი და საყვარელი ფიგურა იყო.

მათი თქმით,
„რა მნიშვნელობა აქვს, რა რელიგიას წარმოვადგენთ — ილია II იყო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელმაც იმდენად დიდი სიყვარული დატოვა, რომ მთელი საქართველო მოვიდა მის გასაცილებლად უკანასკნელ გზაზე. მე არ მეგულება ოჯახი, საიდანაც ერთი ადამიანი მაინც არ მოსულიყო აქ, რომ რამდენიმე წამით უკანასკნელად ენახა პატრიარქი.“

სამების ტაძარში სამგლოვიარო მსახურება გრძელდება და მოქალაქეთა ნაკადი ამ დრომდე არ წყდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამებაში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ