უკვე დასრულდა საფლავის გაჭრა, რომელიც ილია მეორისთვის სამუდამო განსასვენებელი იქნება

2824
21 მარტი 14:38
25
სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

როგორც სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე) მედიასთან ამბობს, ილია მეორის განსასვენებელი, ტაძარში არის წმინდათა შორის წმინდა -  "ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში".

ცნობილია, რომ ხვალ დაახლოებით 16:30 საათზე უნდა დაიწყოს პატრიარქის ჩასვენება სამარხში.

სიონში დაკრძალულია 8 კათალიკოს პატრიარქი მეოცე საუკუნისა. ისინი დაკრძალულნი არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდეს პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ტაძარი წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში" - ამბობს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში მუსლიმებმა ბაირამის დღესასწაული გადადეს — პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ