სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა

2824
21 მარტი 13:21
31
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა

ბანერები ,მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება შენობების ფასადებზე. 

2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. 18 მარტს იგი საპატრიარქო შენობიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. ამ დრომდე არ წყდება ხალხის ნაკადი სამების ტაძრის მიმართულებით. პანაშვიდებს ატარებენ სასულიერო პირები მორიგეობით. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა ადმინისტრაციული შენობის ფასადზე განთავსდება ბანერები ილია მეორეს ფოტო სურათით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში მუსლიმებმა ბაირამის დღესასწაული გადადეს — პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ