დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით შაბათ-კვირას სპეციალური მსახურებები გაიმართება

2824
21 მარტი 10:44
14
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი 21-22 მარტს პატრიარქის სულის საოხად პარაკლისს, პანაშვიდსა და წირვას ჩაატარებს.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას აღავლენს.

21 მარტს, შაბათს, რომელიც მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღედ არის განსაზღვრული, 15:00 საათზე გაიმართება პარაკლისი და საკურთხის კურთხევა, ხოლო 19:00 საათზე ჩატარდება პანაშვიდი პატრიარქის სულის საოხად.

22 მარტს, კვირას, 10:00 საათზე შესრულდება წირვა, ხოლო 14:00 საათზე გაიმართება პანაშვიდი და პატრიარქთან გამომშვიდობების ცერემონია.

მსახურებები მიეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპისკოპოსებმა შეასრულეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ