განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

2824
21 მარტი 10:33
17
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე ილია მეორეს პანაშვიდზე. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე ილია მეორეს პანაშვიდზე.

მინისტრი მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.

20 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრის დელეგაცია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მათ პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა ქვეყნის სულიერი წინამძღოლის მიმართ.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ილია II-ის ღვაწლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს ისტორიაში და მისი მოღვაწეობა მრავალი თაობისთვის მაგალითის მომცემია.

სამინისტროს წარმომადგენლებმა პატრიარქის ხსოვნას დუმილითა და ლოცვით მიაგეს პატივი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დასავლეთ ევროპაში ილია II-ის სულის მოსახსენებლად დიდი პანაშვიდი გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ