დასავლეთ ევროპაში ილია II-ის სულის მოსახსენებლად დიდი პანაშვიდი გაიმართება

2824
21 მარტი 09:59
14
წმ. თამარ ,მეფის ტაძარი საფრანგეთში. ფოტო: სამრევლოს გვერდი წმ. თამარ ,მეფის ტაძარი საფრანგეთში. ფოტო: სამრევლოს გვერდი

პანაშვიდი 22 მარტს წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში წირვის წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, კვირას, 22 მარტს, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხდება.

პარალელურად, ტაძრის შესასვლელთან დაიდგმება სპეციალური მაგიდა, სადაც განთავსებული იქნება მოგონებების წიგნი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნან პირადი ჩანაწერები და თავიანთი მოგონებები.

ორგანიზატორები თანამემამულეებს მოუწოდებენ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყვავილებით შეამკონ უწმინდესის ფოტო და ერთად მიაგონ პატივი მის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესსა და უნეტარესს საქართველოს 141_ე პატრიარქს ილია II_ს 22 მარტს კვირას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში სამზადისი პატრიარქის სამუდამო განსასვენებლისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ