19 მარტს პატრიარქის ნათლულები ავლაბრიდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას გამართავენ

2824
19 მარტი 16:59
33
პატრიარქის ნათლულები პატრიარქის ნათლულები

მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება

19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები თბილისში, ავლაბრის მეტროდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობას გამართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა მშვიდობიან ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძიება პატრიარქისადმი პატივისცემას და სულიერ ერთობას გამოხატავს.

ასევე ძალიან ბევრი მსურველია ვისაც მსევლელობაში მონაწილეობა სურს და მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მსვლელობაში. მიზეზის გახლავთ ის, რომ ისიბი ემიგრანტები არიან და ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არიან არ იმყოფებიან დედაქალაქში.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II საყოველთაო ნათლობა დაადგინა და მას 45 000_ზე მეტი ნათლული ჰყავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ