ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადება
ტრანსპორტს უზრუნველყოფს ზუგდიდის მერია.
მართლმადიდებლებს შესაძლებლობა ექნებათ 22 მარტამდე პატივი მიაგონ უწმინდესს, დაკრძალვა სიონში გაიმართება მისი ანდერძის შესაბამისად.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით, პარასკევს, 20 მარტს დილის 06:00 საათზე, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან,
თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ავტობუსები გავა უფასოდ, რათა თითოეულ თქვენგანს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალება პატივი მიაგოს ჩვენ დიდ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია -II.
ტრანსპორტს უზრუნველყოფს ზუგდიდის მერია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
18 სექტემბერი 19:43