ბათუმის ყოვლადწმინდა სამების მონასტერში მორჩილი გრიგოლ ნადიბაიძე მონაზვნად აღიკვეცა
მონაზვნობაში მას სახელად ილია ეწოდა.
ამა წლის 15 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია), ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გრიგოლ ნადიბაიძე. ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
მონაზვნად აღკვეცისას მას სახელად ილია ეწოდა.
მონაზვნად აღკვეცის წესი მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ბერული ცხოვრების გზაზე საბოლოო გადაწყვეტილებასა და მონაზვნური აღთქმების დადებას გულისხმობს. ამ დღიდან მონაზონი ილია საკუთარ ცხოვრებას სრულად უძღვნის ღმერთს, ეკლესიას და სულიერ მსახურებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რა ძალით ახდენს ამას ჯვარი? რა ძალაა მასში ასეთი დაფარული? რა არის ეს ძალა?- მიტროპოლიტი შიო.