ზემო ვარძიის დედათა მონასტერში ორი მორჩილი მონაზვნად აღიკვეცა
მიტროპოლიტმა თეოდორემ მონაზვნად აღკვეცისას მორჩილებს სახელები – ალექსანდრა და თეოდორა უწოდა.
2026 წლის 13 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ზემო ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წესი აღასრულა.
მონაზვნად აღიკვეცნენ მონასტრის მორჩილები – ნანა ბიწაძე და თეონა ხაჩიძე. მონაზვნად აღკვეცისას მორჩილ ნანას სახელად ალექსანდრა ეწოდა, ხოლო მორჩილ თეონას – თეოდორა.
მიტროპოლიტმა თეოდორემ ახლადაღკვეცილ მონაზვნებს სულიერი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ მონასტრული ცხოვრების ერთგულად და თავმდაბლად გაგრძელება უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვიატოგორის მიტ. არსენი გულის დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.