თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში „სახარების ეგზეგეტიკის“ თემაზე სამუშაო სემინარი გაიმართა

2824
13 მარტი 10:46
31
დეკანოზი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი  გიორგი გუგუშვილი.ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დეკანოზი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი.ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

მოხსენებებით ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და სემინარიის სტუდენტები წარსდგნენ.

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2026 წლის 11 მარტს გაიმართა სამუშაო სემინარი თემაზე – „სახარების ეგზეგეტიკა“. სემინარი ბიბლეისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, დეკანოზ გიორგი გუგუშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ სტუდენტები. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის II კურსის სტუდენტმა ფოტინე გუნიამ ისაუბრა თემაზე – „მაცხოვრის საუბარი სამარიელ დედაკაცთან“, ხოლო სემინარიის I კურსის სტუდენტმა ნიკა ჭუმბურიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება“.

სტუდენტთა სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ დეკანოზი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი.

სემინარი მიზნად ისახავდა სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ასევე წმინდა წერილის ტექსტების თეოლოგიური გააზრების გაღრმავებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დავითიანნში 12 მარტს დეკანოზ შალვა ჯაჯანიძესთან გაიმართება დიალოგი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ