ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიამ შვიდგზის ზეთისცხების განრიგი გამოაქვეყნა
მომავალი კვირის განმავლობაში საიდუმლო მსახურება ეპარქიის რამდენიმე ტაძარში აღესრულება.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიამ ოფიციალურ Facebook გვერდზე
მომავალი კვირის შვიდგზის ზეთისცხების განრიგი გამოაქვეყნა. ეპარქიის ინფორმაციით, მსახურებები მომავალი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტაძარში ჩატარდება.
გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, შვიდგზის ზეთისცხება შემდეგ ტაძრებში აღესრულება:
16 მარტი, ორშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ რგანის წმინდა გიორგის ტაძარში;
17 მარტი, სამშაბათი, 12:00 საათზე — ნავარძეთის წმინდა გიორგის ტაძარში;
17 მარტი, სამშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ სარეკის ღვთისმშობლის ტაძარში;
17 მარტი, სამშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ ჭორვილას ცამეტი ასურელი მამის ტაძარში;
19 მარტი, ხუთშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ წირქვალის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში;
19 მარტი, ხუთშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ საირხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში;
19 მარტი, ხუთშაბათი, 15:00 საათზე — სოფელ ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში.
შვიდგზის ზეთისცხება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო საიდუმლოა, რომელიც დიდი მარხვის პერიოდში აღესრულება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გარდაიცვალა სანაგირის მამათა მონასტრის მონაზონი თეოდოსი (მძელური).