გარდაიცვალა სანაგირის მამათა მონასტრის მონაზონი თეოდოსი (მძელური)
მონაზონს 14 მარტს სანაგირის მონასტერში დაკრძალავენ.
2026 წლის 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური).
მონაზონი თეოდოსი 13 მარტს დასვენებული იქნება თბილისში, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ განსვენებულს.
შაბათს, 14 მარტს, მონაზონს გადაასვენებენ სანაგირის მამათა მონასტერში, სადაც მას იმავე დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით გამოვთქვამთ მწუხარებას მონაზონი თეოდოსის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 12 მარტს ეკლესია ღირს პროკოპი დეკაპოლელის ხსენებას აღნიშნავს.