მიცვალებულთა ხსენების დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში პანაშვიდი აღევლინა
ღვთისმსახურება დეკანოზმა გიორგი მეტრეველმა აღასრულა, ხოლო მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გადაიხადა.
7 მარტს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში საღვთო მსახურება აღევლინა, რომელსაც დეკანოზი გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.
ტაძარში შეკრებილმა მრევლმა გარდაცვლილი ახლობლებისა და ნათესავების სახელზე საკურთხი მიიტანა, რომელიც მამა მიქაელმა აკურთხა. მორწმუნეებმა ლოცვით გაიხსენეს გარდაცვლილი ახლობლები და უფალს მათი სულების მშვიდობა შესთხოვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა აღავლინა.