ზუგდიდის „ოდიში 1919“-ის ფეხბურთელებმა ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი მოილოცეს

2824
08 მარტი 15:29
17
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა გერასიმემ გუნდს დალოცა და მომავალ თამაშებში წარმატება უსურვა.

2026 წლის 6 მარტს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ზუგდიდში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს.

ტაძარში სტუმრობისას გუნდს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ უმასპინძლა. მეუფემ ფეხბურთელები დალოცა, მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და სპორტულ ასპარეზზე წარმატება უსურვა.

მიტროპოლიტმა გერასიმემ აღნიშნა, რომ რწმენა და ერთიანობა მნიშვნელოვან ძალას აძლევს ადამიანს როგორც ცხოვრებაში, ისე სპორტში და დალოცა გუნდის წევრები.

დასასრულს მღვდელმთავარმა ყველას მიმართა სიტყვებით:
„ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა დაგლოცოთ თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზედაეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამრევლო სკოლის საქმიანობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ