დასავლეთ ევროპის ეპარქიაში ზეთის კურთხევის მსახურება რამდენიმე ქალაქში გაიმართება
მსახურებები ნანტში, რუანში, კაენსა და ბურგენ-ბრესში მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით ჩატარდება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, დიდმარხვის პერიოდში ზეთის კურთხევის (შვიდგზის ზეთისცხება) მსახურებები დასავლეთ ევროპის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოში გაიმართება.
მსახურების განრიგის მიხედვით:
* 28 თებერვალს, ქალაქ ნანტში, წმინდა შუშანიკის სახელობის სამრევლოში, მსახურება დაიწყება 11:30 საათზე;
* 1 მარტს, ქალაქ რუანში, წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში, მსახურება აღესრულება 18:00 საათზე;
* 15 მარტს, ქალაქ კაენში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, მსახურება გაიმართება 18:00 საათზე;
* 22 მარტს, ქალაქ ბურგენ-ბრესში, წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში, მსახურება დაიწყება 18:00 საათზე.
ეპარქიის ინფორმაციით, დანარჩენ სამრევლოებში ზეთის კურთხევის მსახურების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.