ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) 86 წლის იუბილეს ულოცავს
ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი უხუცეს მღვდელმთავარს ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებენ.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უხუცეს მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) დაბადების 86 წლის იუბილეს ულოცავს.
ეპარქიის მიერ გავრცელებულ მილოცვაში აღნიშნულია მეუფე გიორგის განსაკუთრებული ღვაწლი ეკლესიის წინაშე და მისი მრავალწლიანი მსახურება სულიერი ცხოვრების განმტკიცებისთვის.
„86 წლის იუბილეს ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უხუცეს მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე). თქვენი ღვაწლი შეუფასებელია ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. თქვენ სამღვდელო კაბა ჯერ კიდევ მაშინ ჩაიცვით, როდესაც ებრძოდნენ ჭეშმარიტ სამღვდელოებას. თქვენ არაერთ ახალგაზრდას აჩვენეთ გზა ჭეშმარიტებისაკენ და სულიერი საზრდოთი დააპურეთ.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სასულიერო პირთა და მრევლის სახელით, გისურვებთ წელთა სიმრავლესა და ჯანმრთელობას. მრავალჟამიერ ყოფილიყავით ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ,“ — ნათქვამია ეპარქიის მილოცვაში.
მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარია, რომლის მრავალწლიანი მსახურება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესიის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურის საკათედრო ტაძარში 25 და 26 თებერვალს საღამოს მსახურება 16:00 საათზე დაიწყება.