საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში შენდობის წესი შესრულდება
მარხვის დაწყების წინ, 22 თებერვალს, წირვის დასრულების შემდეგ მრევლი შენდობის წესში მიიღებს მონაწილეობას.
კვირას, 22 თებერვალს, საფრანგეთში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, შენდობის წესი ჩატარდება. აღნიშნული მსახურება დიდი მარხვის დაწყების წინ აღესრულება და განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ატარებს.
შენდობის წესი მართლმადიდებელ ეკლესიაში მორწმუნეთა შორის ურთიერთშენდობისა და შერიგების სიმბოლოა. ამ დღეს სასულიერო პირები და მრევლი ერთმანეთს შენდობას სთხოვენ, რათა დიდი მარხვის პერიოდი სუფთა გულით, მშვიდობითა და სულიერი განახლებით შეხვდნენ.
ტაძრის წარმომადგენლები მრევლსა და თანამემამულეებს შენდობის წესში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს დღე თითოეული ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სულიერი მზადების შესაძლებლობაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.