წყალტუბოს მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2824
06 თებერვალი 14:52
15
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სკოლა-გიმნაზიაში აღინიშნა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შობიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წლის იუბილე.

2026 წლის 5 თებერვალს, წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შობიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მსახური ღვთისა და კაცისა“.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წარმოადგინეს შემეცნებითი და შემოქმედებითი ნომრები, რომლებიც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სულიერ ღვაწლს, მოღვაწეობასა და მის მაგალითზე დაფუძნებულ ქრისტიანულ ღირებულებებს შეეხებოდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ერთხელ გაეხსენებინა წმინდანის ცხოვრება, მისი თავმდაბლობა, მსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სულიერი ფასეულობების გაღრმავებასა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნების მნიშვნელობის წარმოჩენას როგორც ეკლესიის, ისე საზოგადოების ცხოვრებაში. ღონისძიებას ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და სხვა სასულიერო პირები.

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ სომხურ ეკლესიას ეკლესიის მიწებზე საკუთრების უფლება ჩამოართვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ